მთავარი გვერდი > პრესტოს შესახებ
 
რა ხდის პრესტოს განსხვავებულს?
პირველი უმსხვილესი უძრავი ქონების საბროკერო საქართველოში
პრესტო პირველი, უმსხვილესი უძრავი ქონების საბროკეროა საქართველოში, რომელიც დაარსდა საქართველოს ბანკის მიერ.
პრესტო დაარსდა 2007 წელს.
“პრესტოს” გაყიდვების ქსელი მოიცავს: პარტნიორ კომპანიებსა და “საქართველოს ბანკის” იპოთეკური დაკრედიტების ცენტრებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მიზანმიმართულად და ეფექტურად გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენი კლიენტების უძრავი ქონების შესახებ. იპოთეკურ ცენტრებში კლიენტებს შეუძლიათ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურების მიღება, რაც მოიცავს: უძრავი ქონების შერჩევას, საჭირო დაფინანსების მიღებას იპოთეკური სესხის სახით, უძრავი ქონების დაზღვევას თუ ინვესტირების სხვა შესაძლებლობებს.
“One-Stop Shopping”- თქვენი კომფორტისათვის. პრესტო საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიაა, ჩვენ მომხმარებელს მომსახურებისა და პროდუქტების მრავალფეროვან პაკეტს ვთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია პასუხი გავცეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას, დავეხმაროთ კლიენტებს იპოთეკური სესხის მიღებაში, შევაფასოთ უძრავი ქონება, კონსულტაცია გავუწიოთ იურიდიულ, საგადასახადო და დაზღვევის საკითხებში.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებზე! სახლის ყიდვა ან გაყიდვა რთული პროცესია. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიიღებისას, თქვენ დაგჭირდებათ საბროკერო კომპანია, რომელიც სწორად აფასებს უძრავ ქონებას, ესმის მისი ჭეშმარიტი ღირებულება, ფლობს სრულ ინფორმაციას ნებისმიერ უბანსა თუ შემოგარენზე და ითვალისწინებს თქვენს ინტერესებს.
პრესტოს ოფისები
პრესტოს ოფისების დიზაინი საუკეთესოდ წარმოაჩენს მის დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ – ჩვენი ოფისების მეგობრულ და თანამედროვე გარემოში თქვენ საუკეთესო მომსახურებას მიიღებთ.
პრესტოს უპირატესობები
პრესტოს უპირატესობას წარმოადგენს უძრავი ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა, რის საშუალებასაც ჩვენი საინფორმაციო ბაზა გვაძლევს.
პორტფელი პრესტოს ბაზაში არსებული ყველა ობიექტისათვის
პრესტოს ვებ-გვერდი შესაძლებლობას გაძლევთ მასზე განთავსებულ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ: ფოტო, დაგეგმარება, აღწერა, ახლომდებარე სკოლები, მიდამოს აღწერა, რუკები.
ჩვენ ქონების ღირებულების მიუხედავად გადავიღებთ პანორამულ ფოტო-სურათებს, 360* გრადუსიან ვირტუალურ ტურს, მოგიმზადებთ გეგმას და უძრავი ქონების ფერად ბროშურას.
პრესტოს ქოლცენტრი
თუ გსურთ თქვენი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია განათავსოთ პრესტოს ვებ-გვერდზე, გაესაუბროთ ბროკერს ან უბრალოდ გაქვთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ზოგადი კითხვები, დაუკავშირდით ჩვენი ქოლ-ცენტრის ოპერატორს: +(995 32) 444 111 10:00 დან 20:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათს 11:00 დან 16:00 საათამდე.
პრესტომობილი
პრესტოს ნებისმიერ ოფისს ემსახურება ავტომობილი, რომელიც უზრუნველყოფს პრესტოს ბროკერების და კლიენტების გადაადგილებას თბილისსა და მის შემოგარენში.
ჩვენი გუნდი
პრესტოს ბროკერები კლიენტებს უმაღლესი ეთიკითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან.
პრესტო პირველია საქართველოს უძრავი ქონების საბროკერო სივრცეში, ვინც უმაღლესი დონის მომსახურების სტანდარტების დანერგა. ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო კანდიდატებს, ვნერგავთ საუკეთესო პრაქტიკას, და ვიყენებთ მსოფლიო დონის ტექნოლოგიებს.
პრესტოს ბროკერები მუდმივ ტრეინინგს გადიან, რათა მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ და ეფექტურად გაუწიონ კონსულტაცია ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა.
 
ID
ქალაქი
ფასი ($) დან მდე
ფართი (კვ.მ.) დან მდე
ოთახების რაოდენობა დან მდე
ტიპი
პრესტოს შესახებ
შეძენის პროცესი
გაყიდვის პროცესი
კარიერა
ახალი ამბები და მიმოხილვები
სერვისები
დაგვიკავშირდით
 
რეგისტრაცია
მომხმარებლის სახელი:
პაროლი:
 
 
ყიდვა გაყიდვა მშენებარე პრესტოს შესახებ დაგვიკავშრიდით ჩემი პრესტო
Рейтинг@Mail.ru Rambler's Top100