მთავარი გვერდი > შეძენის პროცესი
 
ეტაპი 1 დარეგისტრირდით პრესტოს ვერბ-გვერდზე
თუ გსურთ სწრაფად შეიძინოთ უძრავი ქონება, დარეგისტრირდით პრესტოს ვებ-გვერდზე. ჩვენი ბროკერები დეტალურად გაეცნობიან თქვენს მოთხოვნებს და გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავეცნოთ თქვენს სურვილებს და შემოგთავაზოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო გარიგება. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ სატელეფონო ზარით ნომერზე: 444 111 ან ვიზიტით პრესტოს ოფისებში:
ი. ჭავჭავაძის ქ. 22
ი. აბაშიძის ქ. 72/12
ვაჟა-ფშაველას გამზ. 29.
ეტაპი 2 უძრავი ქონების შერჩევა
უძრავი ქონების შერჩევა რთული და ხანგრძლივი პროცესია. პრესტოს ბროკერები მაქსიმალურად გაგიმარტივებენ უძრავი ქონების შერჩევის პროცესს და თქვენთვის სასურველ გარიგებას შემოგთავაზებენ.
ეტაპი 3 ვიზიტები
ჩვენ მზად ვართ თქვენს მიერ მოწოდებული უძრავი ქონების დათვალიერება დავგეგმოთ როგორც სამუშაო საათების შემდეგ, ისე შაბათს. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებით კვირასაც.
ეტაპი 4 შეთავაზება
უძრავი ქონების შერჩევისთანავე, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გამყიდველთან და უმოკლეს დროში გადავწყვეტთ სახლის შეძენასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
ეტაპი 5 იპოთეკა
“საქართველოს ბანკის” იპოთეკური ცენტრების მეშვეობით ჩვენ გთავაზობთ “one-stop shopping” სერვისს თითოეული თქვენგანის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პრესტოს ბროკერები დაგეხმარებიან იპოთეკური დაფინანსებისა და უძრავი ქონების დაზღვევის პროცესებში.
ეტაპი 6 იურიდიული კონსულტაციები
პრესტოს იურისტები ცდილობენ თავი აარიდონ უძრავი ქონების დოკუმენტაციასთან ან სხვა ტიპის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფარულ რისკებს, ამიტომ ჩვენს ბაზაში არსებული ყველა უძრავი ქონება წინასწარ გადის იურიდიულ შემოწმებას. პრესტოს პროფესიონალი იურისტები გაგიწევენ ხელშეკრულების მომზადებასთან თუ ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას. თქვენ ყოველთვის მიიღებთ ამომწურავ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე.
ეტაპი 7
კონტრაქტის ხელმოწერა!
გილოცავთ! ამ წუთიდან თქვენ ახალი სახლის კანონიერი მფლობელი ხართ!!!
 
ID
ქალაქი
ფასი ($) დან მდე
ფართი (კვ.მ.) დან მდე
ოთახების რაოდენობა დან მდე
ტიპი
პრესტოს შესახებ
შეძენის პროცესი
გაყიდვის პროცესი
კარიერა
ახალი ამბები და მიმოხილვები
სერვისები
დაგვიკავშირდით
 
რეგისტრაცია
მომხმარებლის სახელი:
პაროლი:
 
 
ყიდვა გაყიდვა მშენებარე პრესტოს შესახებ დაგვიკავშრიდით ჩემი პრესტო
Рейтинг@Mail.ru Rambler's Top100