მთავარი გვერდი > გაყიდვის პროცესი
 
ეტაპი 1 პრესტოს ბროკერის შეჩევა
ბროკერის შერჩევისას გაითვალისწინეთ მათი ოფისის ადგილმდებარეობა და სამუშაო საათები. პრესტოს ბროკერები თანაბარი პროფესიონალიზმით მოგემსახურებიან.
ეტაპი 2 შეფასება
პრესტოს ექსპერტ-შემფასებლები შეაფასებენ ბაზაში შემოსულ ნებისმიერ უძრავ ქონებას. მათი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს უძრავი ქონების შეფასება მაქსიმალური სიზუსტით განვახორციელოთ.
ეტაპი 3 უძრავი ქონების პორტფელი
პრესტოს ვებ-გვერდით მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას მასზე განთავსებული ნებისმიერი უძრავი ქონების შესახებ.
ჩვენ გადავიღებთ პანორამულ ფოტო-სურათებს, 360* გრადუსიან ვირტუალურ ტურს, მოგიმზადებთ აზომვით გეგმას, უძრავი ქონების ფერად ბროშურას და განვათავსებთ ინფორმაციას პრესტოს ვებ-გვერდსა და სხვა სარეკლამო საშუალებებში.
ეტაპი 4 საკომუნიკაციო არხები
უძრავი ქონების სწრაფად რეალიზაციის მიზნით ჩვენ მრავალ გაყიდვების არხს ვიყენებთ. ესენია: “საქართველოს ბანკის” კლიენტები, სერვის ცენტრები, პრესტოს ვებ-გვერდი, პრესტოს გაზეთი და სხვა საკომუნიკაციო არხები.
ეტაპი 5 მყიდველთა ვიზიტები
უძრავი ქონების დათვალიერების მიზნით, ჩვენი ბროკერი წინასწარ დაგიკავშირდებათ და ვიზიტისათვის თქვენთვის ხელსაყრელ დროს შეგითანხმებთ.
ეტაპი 6 გადაწყვეტილების მიღება
თუკი მყიდველი გადაწყვეტს თქვენი უძრავი ქონების შეძენას, ჩვენ მაშინათვე გაცნობებთ ამის შესახებ. უძრავი ქონების გაყიდვის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, პრესტოს ბროკერი კომპანიის იურისტის დახმარებით მოაგვარებთ უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ საკითხს.
ეტაპი 7 კონტრაქტების გაცვლა
კონტრაქტების გაცვლა მოხდება მას შემდეგ რაც, მხარეები საბოლოდ შეთანხმდებიან ფასსა და სხვა პირობებზე.
მყიდველების უმრავლესობა სარგებლობს იპოთეკური სესხით. იმ შეთხვევაში, თუ მოთხოვნა იპოთეკურ დაფინანსებაზე დაკმაყოფილდა, მყიდველი მზადაა კონტრაქტის ხელმოსაწერად.
ეტაპი 8 ტრანზაქციის დახურვა
გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაყიდეთ თქვენი უძრავი ქონება!
 
ID
ქალაქი
ფასი ($) დან მდე
ფართი (კვ.მ.) დან მდე
ოთახების რაოდენობა დან მდე
ტიპი
პრესტოს შესახებ
შეძენის პროცესი
გაყიდვის პროცესი
კარიერა
ახალი ამბები და მიმოხილვები
სერვისები
დაგვიკავშირდით
 
რეგისტრაცია
მომხმარებლის სახელი:
პაროლი:
 
 
ყიდვა გაყიდვა მშენებარე პრესტოს შესახებ დაგვიკავშრიდით ჩემი პრესტო
Рейтинг@Mail.ru Rambler's Top100